მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> აშშ-მა სირიელი ამბოხებულები ლეგტიმურად ცნო

სირიის ოპოზიციური ნაციონალური კოალიცია თეთრმა სახლმა სირიელი ხალხის ოფიციალურ წარმომადგენლად გამოაცხადა. ამის შესახებ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ტელეარხ „ეი-ბი-სი'-სთან ინტერვიუში განაცხადა და ამ გადაწყვეტილებას „დიდი ნაბიჯი' უწოდა. 

სირიის ეროვნული კოალიციის შექმნის შესახებ 11 ნოემბერს, დოხაში გახდა ცნობილი. მას შემდეგ, სირიელი ხალხის ერთადერთ კანონიერ წარმომადგენლად, კოალიცია ცნეს: საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, თურქეთმა და სპარსეთის ყურის ქვეყნების უმრავლესობამ. 
კოლიციის ლეგიტიმურად ცნობა ავტომატურად იმას არ ნიშნავს, რომ ამბოხებულებს ეს ქვეყნები იარაღს მიაწვდიან, თუმცა, როგორც ამერიკული ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამომავლოდ მსგავს ნაბიჯს პრეზიდენტი ობამა არ გამორიცხავს. 
„სი-ენ-ენის' ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატები ასადის ყველა მოწინააღმდეგეს არ უჭერს მხარს. ცნობილია, რომ ზოგიერთი დაჯგუფება, რომელიც ბაშარ ასადის ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძვის, მკვეთრად ექსტერმისტული იდეოლოგიით ხასიათდება. ასეთია, მაგალითად, „გამარჯვების ფრონტი', რომელიც ტერორისტული ორგანიზაციების სიაშია შეყვანილი და მას „ალ-ქაიდასთანაც' აქვს კონტაქტები.

'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები