მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ვაშინგტონში თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის რიგით მე-4 შეხვედრა გაიმართა . 
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. ქართული დელეგაცია უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფისაგან შედგებოდა და მას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ ხარშილაძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური და საინფორმაციო დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი ხელმძღვანელობდნენ.
ამერიკული მხრიდან შეხვედრის თანათავმჯდომარეები იყვნენ აშშ-ს თავდაცვის მდივნის თანაშემწე ალექსანდრ ვერშბოუ და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკ რუბინი.
სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მხარეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ავღანეთის IშAF-ის ოპერაციაში და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი; აშშ-სა და საქართველოს თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში; ორმხრივი თანამშრომლობა ნატოს ფარგლებში და ალიანსში საქართველოს გაწევრიანების საკითხები; რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებული მდგომარეობა; 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების მდგომარეობა და უსაფრთხოებასა და თავდაცვასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები