მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> აშშ-ს არმია ანტირადიაციულ ტაბლეტებს იმარაგებს

ქსელ Federal Business Opportunities-ის დათვალიერებისას გადავაწყდით თავდაცვითი ლოჯისტიკის სააგენტოს განცხადებას, რომელიც ჯარების უზრუნველყოფის განყოფილებას წარმოადგენს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი დაინტერესებულნი არიან სამხედრო ქვეგანაყოფებისადმი კალიუმის იოდიდის ტაბლეტების მიწოდებით. განცხადების ქვემოთ, თქვენ ნახავთ, რომ აშშ-ს არმიის სამედიცინო მასალებით უზრუნველყოფის სააგენტოს სურს უზრუნველყოს 'კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამხედრო ერთეულების დაცვა რადიაციული დაბინძურებისგან'.

კალიუმის იოდიდი რეკომენდირებულია განსაკუთრებული რადიაციული სიტუაციების შემთხვევაში, რათა ბლოკირებულ იქნას კანცეროგენული რადიონუკლიდები, რომლებსაც ორგანიზმის ფარისებრი ჯირკვალი შეისრუტავს. კალიუმის იოდიდს აშშ ადრეც ყიდულობდა, და ახლა, შესაძლოა გასული წლის ფუკუსიმას კატასტროფის მსგავსი სცენარებისთვის ემზადება. ფედერალურ შუამდგომლობაში გაკვრითაა ნახსენები, რომ 'იაპონიის ამასწინანელმა მიწისძვრამ 2011 წლის მარტში და მისმა მომდევნო ბირთვულმა კრიზისმა განაახლა ინტერესი ამ პრეპარატისადმი'. რა თქმა უნდა, კალიუმის იოდიდი იმ შემთხვევაშიც გამოდგება, თუ საჭირო გახდება ბირთვული ობიექტების დაბომბვა (მაგალითად, ირანში). ყველაზე დიდი საშიშროება, რომელიც ამ ბირთვულ ობიექტთა დანგრევას შეიძლება მოჰყვეს არის რადიაცია, რომელიც გარემოში გაჟონავს. ამგვარ შიშს ერთ ერთი ყველაზე სავარაუდო ირანული ობიექტის, ბუშერის 1000 მეგავატიანი ბირთვული სადგურის განადგურება იწვევს. 1000 მეგავატიანი იყო ჩერნობილის მეოთხე რეაქტორიც, და თუმცა ის მხოლოდ ერთ-ერთი რეაქტორი იყო ოთხიდან, რამდენად დიდი იყო რადიაციული დაბინძურება ერთ ერთი რეაქტორის გალღობის გამო ყველამ კარგად უწყის.

როდესაც ისრაელმა 1981 წელს ერაყის 70 მეგავატიანი ბირთვული რეაქტორი გაანადგურა, ობიექტზე ბირთვული მასალა არ იყო, ამიტომაც, რადიაციული დაბინძურების საშიშროება არ არსებობდა. მაგრამ სულ სხვა საქმეა შეტევა ბუშერის ბირთვულ ობიექტზე, სადაც მომარაგებულია 2010 წლის სითბური საყრდენები. რა თქმა უნდა, არ არის სავალდებულო კალიუმის იოდიდის ტაბლეტები რაღაცაზე მიანიშნებდეს, მაგრამ სულაც არ იქნება ურიგო ისინი ხელთ გქონდეს მაშინ, როდესაც ირანზე შეტევა მაინც განხორციელდება. და მანამ, სანამ ეს ნამდვილად არ მომხდარა, პენტაგონის გეგმებზე შესაძლოა ამგვარი, ჯერჯერობით მცირედ მნიშვნელოვანი ფაქტები და მინიშნებები უთითებდეს.

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები