მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> აშშ-ს ელჩმა 11 სექტემბრის ტერაქტების შედეგად დაღუპულთა ხსპოვნას პატივი მიაგო

საქართველოში აშშ-ს ახალმა ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა და საელჩოს თანამშრომლებმა დღეს პატივი მიაგეს შეერთებულ შტატებში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმისას დაღუპულთა ხსოვნას.  

11 წლის წინ, 11 სექტემბერს ტერორისტების მიერ გატაცებული ოთხი სამგზავრო თვითმფრინავიდან პირველი - ბოინგ-767 ნიუ-იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთის ცათამბჯენს 93-ე და 99-ე სართულებს შორის, ადგილობრივი დროით, 08:45 საათზე შეეჯახა. 

მეორე თვითმფრინავი ადგილობრივი დროით, 09:03 საათზე „ტყუპების' სამხრეთ ცათამბჯენს 77-ე და 81-ე სართულებს შორის შეეჯახა. 

მესამე გატაცებული თვითმფრინავი - ბოინგ-757 პენტაგონის მახლობლად, ადგილობრივი დროით, 09:45 საათზე ჩამოვარდა. 

მეოთხე თვითმფრინავი კი, პენსილვანიის ტყეში, სამხრეთ-დასავლეთით, პიტსბურგიდან 125 კილომეტრში აფეთქდა. 

2001 წლის 11 სექტემბერს 1 973 ადამიანი დაიღუპა, აქედან 24 დღემდე დაკარგულად ითვლება.

აშშ-ს საელჩოს ცნობით, დღეს ნორლანდმა ის ქართველი ჯარისკაცებიც გაიხსენა, რომლებმაც ავღანელი ხალხის თავისუფლებას შესწირეს თავი.

ჯეონიუსპრესი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები