მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოს კანონმდებლობა რელიგიურ თავისუფლებას მხარს უჭერს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების 2011 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოში არსებული მდგომარეობაც არის განხილული.

„პოლიტიკა, კონსტიტუცია და სხვა კანონები მხარს უჭერს რელიგიურ თავისუფლებას. ამასთანავე, პრაქტიკაშიც, ხელისუფლება პატივს სცემს რელიგიურ თავისუფლებას. მთავრობამ აჩვენა რელიგიური თავისუფლების მიმართ უფლებების დაცვა და პატივისცემის გაუმჯობესება', - აღნიშნულია ანგარიშში.

მოხსენება ასევე ეხება საქართველოში არსებულ რელიგიურ დემოგრაფიას: „მოსახლეობის უმრავლესობა, 84% არის მართმადიდებელი. დანარჩენი 16%  კი  სომხეთის სამოციქულო ეკლესიის, კათოლიკურ ეკლესიის, იუდაიზმისა და ისლამის მიმდევრები არიან. საერთო ჯამში მოსახლეობის 10% არის მუსულმანი. საქართველოში ასევე ცხოვრობენ ქურთი იეზიდები. რაც შეეხებათ მცირე სექტებს, ისინი მოსახლეობის 1%-ს შეადგენენ.'

ანგარიშში აღნიშნულია ასევე ის ფაქტიც, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან არ დაფიქირებულა რელიგიური თავისუფლების დარღვევის ფაქტები.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები