მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში ფოტორეპორტიორების საქმეზე მორიგი კომენტარი გაკეთდა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში ქართველი ფოტორეპორტიორების საქმეზე მორიგი კომენტარი გაკეთდა. ამ თემაზე დასმულ კითხვას გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა უპასუხა.
ნულანდის პრესკონფერენცია სწორედ დაკავებული ფოტორეპორტიორების თემაზე კითხვით დაიწყო. 
'ვიცი, რომ ამ თემაზე კომენტარი უკვე გააკეთეთ გასულ პარასკევს. უკვე 5 დღე გავიდა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სხვა მთავრობებმა უკვე გააკეთეს კომენტარები. როგორია თქვენი კომენტარი ამ სიტუაციაზე და შეძლო თუ არა აშშ-მ საკუთარი პოზიციისა და მესიჯის მიწოდება ვინმესთვის საქართველოს მთავრობაში', - იკითხა ჟურნალისტმა.
პასუხად კი ნულანდმა განაცხადა, რომ ეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხია. 
'რაც შეეხება ამ ადამიანებთან დამოკიდებულებას, როგორც იცით, ჩვენ გვჯერა მედიის თავისუფლების. მაგრამ თუ ფაქტობრივად, იქნება მედიის თავისუფლებასთან რაიმე შეუსაბამო ქმედებები, ჩვენ გვსურს, ვიხილოთ გამჭვირვალე და პასუხისმგებლობით ჩატარებული სასამართლო პროცესი', - განაცხადა ნულანდმა. 
EPA-ს წარმომადგენელი ზურაბ ქუციკიძე, პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე და ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე ჯაშუშობის ბრალდებით კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 7 ივლისს დააკავა.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები