მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> აშშ-ს სახელმწიფო მდივანი სიუზან რაისი იქნება – რესპუბლიკელები მოსალაპარაკებლად მზად არიან

ორმა გავლენიანმა რესპუბლიკელმა სენატორმა - ჯონ მაკკეინმა და ლინდსი გრემმა აშშ-ს პრეზიდენტს ბარაკ ობამას მიანიშნეს, რომ გაეროში აშშ-ს მუდმივი წარმომადგენლის სიუზან რაისის სახელმწიფო მდივნის კანდიდატურის განსახილველად მზად არიან.
რაისისადმი რესპუბლიკელების მთავარი პრეტენზიები იმაში მდგომარეობდა, რომ ბენღაზიში ამერიკის საკონსულოზე თავდასხმას რაისმა აბსოლუტურად სპონტანური უწოდა და მუსულმანებისთვის შეურაცხმყოფელი ფილმის გამოშვებას დაუკავშირა.
მანამდე, მაკკეინმა და გრემმა ერთხმად განაცხადეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა რაისი სახელმწიფო მდივნად არ დაინიშნოს , თუმცა შემდეგ ტონი შეარბილეს და აღნიშნეს, რომ ისინი მზად არიან რაისთან შესახვედრათ, რათა მან კონგრესმენებს საკუთარი პოზიცია აუხსნას.
„მთავარი პრობლემა არა მასშია, არამედ აშშ-ს პრეზიდენტში', - აღნიშნა მაკკეინმა.
სიუზან რაისი აშშ-ს გაეროში 2009 წლიდან წარადგენს. იგი ბარაკ ობამას დიდი ხნის მოკავშირეა და პრეზიდენტის სრული ნდობით სარგებლობს.
რაც შეეხება გაეროში სხვა ქვეყნის ელჩებს, ისინი აღნიშნავენ, რომ რაისს სხვა ქვეყნების მიმართ ქედმაღალი დამოკიდებულება , უხეში ყოფაქცევა და არადიპლომატიური გამონათქვამები ახასიათებს.

epn.ge

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები