მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> აშშ–ის ელჩის კომენტარი არჩევნებზე

აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა 1 ოქტომბერს, რომ ყველა პარტიის 'ლიდერმა განგვიცხადა, რომ ისინი პატივს სცემენ სარწმუნო პროცესის შედეგებს და აქტიურად მოუწოდებენ თავიანთ მხარდამჭერებს, რათა მათაც ასევე პატივი სცენ მოცემულ შედეგებს'. 

„წინასაარჩევნო კამპანია დასრულებულია და ამჟამად არჩევნების შედეგები ქართველ ამომრჩეველთა ხელშია. არჩევნების დროს ადგილი აქვს ნამდვილ კონკურენციას. განცხადებებისა და პროგნოზების დიდი რაოდენობის მიუხედავად, წინასწარ არავინ იცის, თუ რა შედეგით დასრულდება დღევანდელი არჩევნები. დღევანდელი არჩევნების შედეგი დამოკიდებულია თითოეული ქართველის ხმაზე', - განაცხადა მან. 

„ჩვენ, როგორც დამკვირვებლებს, თხოვნით მოგვმართეს, რათა განვახორციელოთ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგი და შეტყობინება გავაკეთოთ ნებისმიერი დარღვევის შესახებ. ვიმედოვნებთ, რომ ადგილი არ ექნება დარღვევებს, მაგრამ თუ ისინი მოხდება, ჩვენ განვაცხადებთ მოცემული დარღვევების შესახებ, განურჩევლად იმისა, თუ ვის მიერ იქნება ისინი დაშვებული.  ყველას სურვილია, მიღწეული იქნას არჩევნების სარწმუნო შედეგები. ყველა მხარის ლიდერმა განგვიცხადა, რომ ისინი პატივს სცემენ სარწმუნო პროცესის შედეგებს და აქტიურად მოუწოდებენ თავიანთ მხარდამჭერებს, რათა მათაც ასევე პატივი სცენ მოცემულ შედეგებს', - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა. 

„ჩვენ ამას მოველით, ამას მოელის და იმსახურებს ქართველი ხალხი. ყველა შედეგის დათვლისა და ნებისმიერი სირთულის სათანადო შეფასების დროს საზოგადოებას სიმშვიდის შენარჩუნების, ნდობისა და მოთმინებისაკენ მოვუწოდებთ. ქართველები უნდა ამაყობდნენ ამ დღით. საერთაშორისო საზოგადოება კვლავინდებურად საკუთარ წვლილს შეიტანს საქართველოს დემოკრატიისა და ქართველი ხალხის მხარდაჭერაში', - დასძინა აშშ-ის ელჩმა.

სივილ ჯორჯია

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები