მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> აშშ საქართველოს ორპარტიულად მიღებულ გადაწყვეტილებას ულოცავს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ლიდერებს, საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას ორპარტიულად მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ულოცავს , - ამის შესახებ განცხადება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით გაავრცელა.

'საქართველოს პარლამენტმა ერთხმად დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც საერთაშორისო საკონსტიტუციო ნორმების შესაბამისად, პრეზიდენტს მთავრობის ცალმხრივად, პარლამენტის თანხმობის გარეშე დანიშვნის უფლებას ართმევს. შეერთებული შტატები ულოცავს საქართველოს ლიდერებს, საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას ორპარტიულად მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. აღნიშნული ნაბიჯი გზას უკვალავს ქართული დემოკრატიის კონსოლიდაციას და საშუალებას აძლევს მთავრობას, ყურადღება გაამახვილოს ბევრ საკითხზე, რომელიც მის დღის წესრიგში დგას. იმედის მომცემია პოლიტიკური კონსენსუსი, რომელიც საფუძვლად დაედო აღნიშნულ შეთანხმებას. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ფიგურას, შეინარჩუნოს კონსტრუქტიული, მომავალზე ორიენტირებული ტონი საჯარო დისკუსიებისას, რათა ხელი შეუწყოს უფრო მეტ პროგრესს საქართველოსა და მისი მოქალაქეების სასიკეთოდ', - აღნიშნულია აშშ-ს განცხადებაში.

epn.ge

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები