მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> აშშ: ასადის რეჟიმი ალეპოში სისხლისღვრას გეგმავს

აშშ შიშობს, რომ ბაშარ ასადის რეჟიმი სირიის კომერციულ დედაქალაქ ალეპოში მასშტაბურ სისხლისღვრას გეგმავს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ ალეპოს მისადგომებთან ტანკების, ავიაციის და ვეტმფრენების გამოჩენა მსხვილმასშტაბიანი ოპერაციის მზადებაზე მეტყველებს.

ბი-ბი-სის ინფორმაციით, სირიელი ამბოხებულები შტურმის მოსაგერიელებლად ემზადებიან და იარაღსა და მედიკამენტებს იმარაგებენ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ვიქტროია ნულანდი აცხადებს, რომ ადგილი აქვს კონფლიქტის ' სერიოზულ ესკალაციას'.

'ჩვენი გულები ალეპოს მოსახლეობასთანაა. ის რაც იქ ხდება, ეს განწირული რეჟიმის მორიგი მცდელობაა კონტროლის შესანარჩუნებლად', - განაცხადა ნულანდმა.

ამავე დროს, ნულანდმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი არ ჩაერევა კონფლიქტში და ამბოხებულებებისთვიის არასამხედრო დამხარების გაწევით შემოიფარგლება.

'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები