მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> აშშ: ტერაქტები რუსეთში ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული არასტაბილურობის ბრალია

ტერორისტები აწყობენ ტერაქტებს რუსეთში იმის გამო, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში არასტაბულური სიტუაციაა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაშია ნათქვამი - იუწყება „როსბალტი'.

„სეპარატიზმი, ეროვნებათაშორის მტრობა, შურისძიება, ექსტრემისტული იდეოლოგია- ეს არის ფაქტორები, რომლებიც ტერიტრორისტული თავდასხმების სტიმულირებას ახდენს. ძალადობის აქტები პერიოდულად ვრცელდება ჩრდილოეთ კავკასიიდან რუსეთის სხვა რეგიონებში. კერძოდ, 2011 წელს აეროპორტ დომოდედოვოში, რომელზე პასუხისმგებლობაც „კავკასიის იმარატის' ლიდერმა დოკუ უმაროვმა აიღო,' - ნათქვამია მოხსენებაში.

„კავკასიის იმარატი' აშშ-მა ტერორისტულ ორგანიზაციების სიაში შეიყვანა, დოკუ უმაროვის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციისთვის კი ჯილდოდ  5 მილიონი დოლარი დააწესა.

რუსული მხარე მოხსენების ამ ნაწილით კმაყოფილია და აცხადებს, რომ თავადაც მუდმივად ამტკიცებს, რომ ჩრდილოეთ კავკასიის ტერორისტული ბანდები წარმოადგენენ დაჯგუფებებს, რომლებიც გლობალურ ტერორისტულ სტრუქტურებთან კავშირში არიან.

internet.ge

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები