მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> აჭარაში დღეს უმაღლესი საბჭოს არჩევნები ტარდება

აჭარაში დღეს საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ტარდება .
ამომრჩეველი 21 დეპუტატს ირჩევს, აქედან 15 პროპორციული და 6 მაჟორიტარული სისტემით აირჩევა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) მონაცემებით, აჭარაში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 304, 930 შეადგენს. აჭარის მასშტაბით 6 საარჩევნო ოლქი და 351 უბანი იმოქმედებს. 
უსკო-ს ინფორმაციით, 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობას იღებს 9 პოლიტიკური პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი. კერძოდ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) ინფორმაციით, 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს 9 პოლიტიკური პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი. კერძოდ: პოლიტიკური გაერთიანება ,,კახა კუკავა - თავისუფალი საქართველო‟(საარჩევნო ნომერი 1); ,,შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია‟(საარჩევნო ნომერი 38); ,,სახალხო მოძრაობა‟(საარჩევნო ნომერი 17); ,,ახალი მემარჯვენეები‟(საარჩევნო ნომერი 24); ,,ჯონდი ბაღათურია - ქართული დასი‟(საარჩევნო ნომერი 23); ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს‟(საარჩევნო ნომერი 5); ,,ხალხის პარტია‟(საარჩევნო ნომერი 18); ,,სამართლიანი საქართველოსთვის‟(საარჩევნო ნომერი 9); ,,დემოკრატიული სიმართლის პარტია‟(საარჩევნო ნომერი 43); საარჩევნო ბლოკი 'ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება'(საარჩევნო ნომერი 41); საარჩევნო ბლოკი 'გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება'(საარჩევნო ნომერი 10).
უსკო-ს არჩევნები ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები