მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ახალი ათონის მონასტრის მღვდელმსახურები აფხაზეთის ეკლესიის ავტოკე­ფალიის საკითხს დააყენებენ

აფხაზეთში, ახალ ათონში, 15 მაისს სასულიერო და საერო პირების შეკრება გაიმართება, ამის მი­ზანი კი აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მომავლის განსაზღვრა იქნება.

როგორც 'ინტერპრესნიუსი' 'აპსნიპრესზე' დაყრდნობით იუწყება, ეს განცხადება ახალი ათონის წმინდა სვიმონ კანანელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურმა ანდრეი ამპარმა გააკეთა. ამპარ­მას თქმით, აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი აუცილებლად უნდა გადაწყდეს, ამისთვის კი ერთიანი ძალისხმევაა აუცილებელი.

ანდრეი ამპარი ასევე აღნიშნავს, რომ აფხაზეთიდან განათლებულ და დამოუკიდებლად მოაზროვ­ნე მღვდელმსახურებს აძევებენ და ამის შედეგად ძვირფასი კადრები იკარგება. ის გულისწყრომას გამოხატავს იმის გამო, რომ რუსეთის საპატრიარქოს მიერ ათონის მონასტერში გაგზავნილი მღვდელმსახური ეფრემ ვინოგრადოვი მონასტრის საძმოს არ წარუდგინეს და მისი მისიის შესა­ხებ აფხაზეთში მხოლოდ ვიწრო წრეში იცოდნენ.

24 საათი

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები