მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ახალი ათონის მონასტრის მღვდელმსახურები აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს დააყენებენ

აფხაზეთში, ახალ ათონში, 15 მაისს სასულიერო და საერო პირების შეკრება გაიმართება, რომლის მიზანიც აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მომავლის განსაზღვრა იქნება . 
'აპსნიპრესის' ცნობით, ამის შესახებ ახალი ათონის წმინდა სვიმონ კანანელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურმა ანდრეი ამპარმა განაცხადა. მისი თქმით, აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი აუცილებლად უნდა გადაწყდეს. ამპარის აზრით, ამისთვის ერთიანი ძალისხმევა აუცილებელია.
ამასთან, ანდრეი ამპარი აცხადებს, რომ აფხაზეთიდან განათლებულ და დამოუკიდებლად მოაზროვნე მღვდელმსახურებს აძევებენ, რის შედეგადაც ძვირფასი კადრები იკარგება. ის ასევე გულისწყრომას გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის საპატრიარქოს მიერ ათონის მონასტერში გაგზავნილი მღვდელმსახური ეფრემ ვინოგრადოვი მონასტრის საძმოს არ წარუდგინეს და მისი მისიის შესახებაც აფხაზეთში მხოლოდ ვიწრო წრეში იცოდნენ.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები