მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> 'ახალი ნათება' საქართველოს 2011 წლის 'ეტალონ კომპანიად' დასახელდა (R)

კომპანია 'ახალი ნათება' საქართველოს 2011 წლის 'ეტალონ კომპანიად' დასახელდა. ამის დასტურად სპეციალური დიპლომი და მედალი კომპანიის ხელმძღვანელს ზურაბ გაბინაშვილს გადაცემა 'ეტალონში' საზეიმოდ გადაეცა. 
კომპანია 'ახალი ნათება' ქართულ ბაზარზე 1999 წლიდან მუშაობს და დღესდღეობით თავის სფეროში გამოკვეთილი ლიდერია. 'ახალი ნათება' პრესტიჟული ბრენდია, რომელსაც კარგად იცნობენ მთელ საქართველოში. კომპანია 5000 დასახელების პროდუქციას ყიდის და მსოფლიოში ცნობილი ბრენდების წარმომადგენელია საქართველოში. 'ახალ ნათებას' აქვს ფილიალები ქუთაისში, ბათუმში, გორში, მაღაზიები და ცენტრალური გრანდიოზული საგამოფენო-სავაჭრო პავილიონი თბილისში. 
პროექტი, რომელიც საქართველოს 2011 წლის 'ეტალონი კომპანიის' გამოვლენას ისახავს მიზნად, 'ეტალონი მედია ჯგუფის', მედიაკომპანია 'კომერსანტის', 'საქართველოს ბანკების ასოციაციის', 'მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციის' და 'ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის' მიერ ხორციელდება.
პროექტის მიზანია საქართველოს ბიზნესის წახალისება და ბიზნესის განვითარებისთვის რეალური კონკურენციის გარემო-პირობების შექმნის ხელშეწყობა. პროექტის სლოგანია 'ეტალონი კომპანია' - საქართველოს ეროვნული სიამაყე'. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები