მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ახალი პარლამენტის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი უმრავლესობისა და უმცირესობის ფორმირება იქნება

ახლად შეკრებილი პარლამენტის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ფორმირება იქნება. 
სრულიად ახალი სახისა და ახალი შემადგენლობის უმრავლესობა-უცირესობის დაკომპლექტების პროცედურა 2012 წლის მოწვევის პარლამენტში შემდეგნაირად წარიმართება: - თუ ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარს აღემატება, ფრაქცია უმრავლესობის სტატუსს იძენს.
უმრავლესობის შექმნა შეუძლიათ ფრაქციებს და მათდამი მიმხრობილ პარლამენტის წევრებს, რომლებიც არც ერთ ფრაქციაში გაერთიანებული არ არიან, თუ გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარს აღემატება.
უმცირესობა უმრავლესობის შექმნის შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას. ამ მიმართულებით კი, შემდეგი წესი მოქმედებს: - თუ ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა რაოდენობის ნახევარს აღემატება, ფრაქცია თავისი მოთხოვნის საფუძველზე უმცირესობის სტატუსს იძენს. ასევე, უმცირესობის შექმნა შეუძლიათ ფრაქციებს და მათდამი მიმხრობილ პარლამენტის წევრებს, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში, თუ გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა რაოდენობის ნახევარს აღემატება.
უმრავლესობა და უმცირესობა უფლებამოსილებას იძენენ პარლამენტის ბიუროს მიერ მათი რეგისტრაციის შემდეგ, ხოლო ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე - პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიის მიერ რეგისტრაციის შემდეგ. 
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, უმრავლესობისა და უმცირესობის თანამდებობის პირები არიან: უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერების მოადგილეები და უმრავლესობისა და უმცირესობის მდივნები.
უმრავლესობასა და უმცირესობას უფლება აქვთ, ერთი სესიის განმავლობაში ოთხჯერ ისარგებლონ 30-წუთიანი გამოსვლით. პარლამენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ მოუსმინოს მათ. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები