მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ახრა სმირი: „ლაზიკა ლობიოს ჭამა არ არის“, ის ჩვენ ნაწილებად დაგვშლის

„საერთონაციონალური „გემოროი' იქნება ჩვენთვის, თუ საქართველო ფულს გამონახავს და ლაზიკას ააშენებს - წერს აფხაზი ჟურნალისტი ახრა სმირი და შეშფოთებულია იმის გამო, რომ აფხაზებს ამ პროექტის „დამღუპველობა' კარგად არ ესმით.

„ლაზიკა ლობიოს ჭამა არ არის' - ამბობს ის და ცდილობს გააანალიზოს, რას ნიშნავს სოხუმისათვის კავკასიის მასშტაბით გრანდიოზული, ნახევარმილიონიანი ქალაქის აღმართვა.

„ახალი ქალაქი შუაგულ სამეგრელოში ძალიან კარგი საშუალებაა ერთიანი ქართული (ქართველური) კულტურული სივრცის საბოლოოდ შესაქმნელად' - წერს ის და 
მიუთითებს, რომ ენგურსგაღმაც მეგრელები ცხოვრობენ, რომლებიც „აფხაზეთის მოქალაქეებიც' არიან და საქართველოსიც. ისინი სწრაფად მოახდენენ ინტეგრირებას ახალი ქალაქის ეკონომიკურ და კულტურულ სივრცეში და მალე, ლაზიკასკენ გაეშურება დანარჩენი აფხაზეთის მოსახლეობაც.

სმირი დარწმუნებულია, რომ ლაზიკაში ხელმისაწვდომი და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება იქნება, ან ხელსაყრელი კრედიტები აფხაზებისთვის.

„регистрируй фирму в Апхазети Автономиури, получай нейтралури паспорти, становись уцноби мокалако и вообще - интегрируйся экономически, сепаратисти!'  და ასეთ შემთხვევაში, ქალაქი, „აფხაზეთის დეოკუპაციის შესახებ' სტრატეგიის იდეალური ინსტრუმენტი ხდება - ასკვნის ჟურნალისტი. ის დარწმუნებულია, რომ „ქართველები მოკვდებიან' და ლაზიკასთვის ფულს გამონახავენ.

ჩვენთვის კი ერთის მხრივ, რეპუტაციას დავკარგავთ, რადგან ადამიანები ლაზიკაში უფრო ხშირად ივლიან, ვიდრე დანარჩენ საქართველოში და მეორეს მხრივ, ეკონომიკურადაც წავაგებთ - განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ქართველები აფხაზეთის მოსახლეობას კარგ კრედიტებს მისცემენ - წუხს აფხაზი.

კიდევ უფრო უარესობას კი იმისგან მოელის, რომ ლაზიკა ორ საქალაქო აგლომერაციას (თანამედროვე დიდი ქალაქი მის გარშემო გაშენებულ უბნებთან ერთად. დასახლებული პუნქტების, მეტწილად ქალაქური ტიპის, კომპაქტური დაჯგუფება, რომლებიც ალაგ-ალაგ ერთმანეთს ერწყმის და ერთიანდება რთულ მრავალკომპონენტურ დინამიურ სისტემაში ინტენსიური საწარმოო, სატრანსპორტო და კულტურული კავშირებით) შორის აღმოჩნდება: ერთის მხრივ, თავისუფალი ზონისა და სამთო-საზღვაო ტურისტული კლასტერის მქონე ფოთი-ლაზიკა-ზუგდიდსა  და მეორეს მხრივ, ოლიმპიური ყაიდის სოჭს შორის.

 „ჩვენ, უბრალოდ, გაგვგლეჯენ. ღატაკ, მოუვლელ, სათანადო სერვისის არმქონე ქვეყანაში ტურისტები არ ჩამოვლენ. ჩვენ აქ არცერთი აღმართი სნოუბორდისტებისთვის არ გვაქვს. სვანეთში და კრასნაია პოლიანაში კი ის ბევრია' - აფრთხილებს ჟურნალისტი აფხაზებს და  იმ შემთხვევასაც განიხილავს, რომ წესის მიხედვით, ასეთ აგლომერაციებს შორის ინტენსიური გაცვლა უნდა ხდებოდეს და ამბობს, რომ ასეთი მომავალი მას „აშინებს'.

შიშის საფუძველი კი აქვს, რადგან ასეთ შემთხვევაში, თავადაც დარწმუნებულია, რომ  სოხუმს არავინ არაფერს ჰკითხავს. ამის სადემონსტრაციოდ კი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების ისტორიას მოჰყავს - როცა აფხაზებს არც არაფერი ჰკითხეს და დოკუმენტებშიც, გააფორმეს, როგორც „კორიდორი №1'.

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები