მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ბადრი ბიწაძე ამნისტირებულია

თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი ბადრი ბიწაძე ამნისტირებულია, - ამის შესახებ ბიწაძის ადვოკატმა, ლევან სამუშიამ განაცხადა.

ბიწაძეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ორგანიზების ბრალდება ოფიციალურად დღეს მოეხსნა. 
ამასთან, ადვოკატი არ აკონკრეტებს, როდის დაბრუნდება ბიწაძე საქართველოში.

'თუ როდის გადაწყვეტს დაბრუნებას, ეს მისი გადასაწყვეტია', - აღნიშნა ლევან სამუშიამ.

'დემოკრატიული მოძრაობის' ლიდერის, ნინო ბურჯანაძის მეუღლეს, ბადრი ბიწაძეს ბრალი 2011 წლის 26 მაისის აქციის შემდეგ წაუყენეს. იგი საქართველოდან, 26 მაისის მოვლენების შემდეგ წავიდა და ბრალი დაუსწრებლად, აქციის დარბევისას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ორგანიზების მოტივით წარედგინა.

 'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები