მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> 'ბათუმი - სასწაული'-სტატია The Washington Times-ში

'The Washington Times'-ში ბათუმის შესახებ სტატია გამოქვეყნდა. სტატიაში ბათუმი - მსოფლიოს უძველესი ქალაქადაა შეფასებული, რომელიც სწრაფი ტემპებით პლანეტის ყველაზე თანამედროვე ქალაქის სტატუსს იძენს.

სტატიის ავტორი რიჩარდ რანი ყურადღებას ამახვილებს ქალაქში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე და აღნიშნავს, რომ უძველესი ქალაქი, სადაც პირველი დასახლებები ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-12 საუკუნეში არსებობდა, დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ქალაქი ხდება ფეშენებლური სასტუმროებით და შენობებით.

სტატიაში ხაზგასმულია ასევე, რომ ბათუმის განვითარების პროექტის უკან 40 წლის ენერგიული იურისტი ლევან ვარშალომიძე დგას, რომელიც აჭარის მთავრობას 8 წელია ხელმძღვანელობს.

რიჩარდ რანი შემდეგნაირად აფასებს საქართველოსა და ბათუმის წარმატების საიდუმლოს -„ნაკლები რეგულაცია, დაბალი გადასახადები და უფრო მეტი თავისუფლება - ეს არის ფორმულა, რომელიც ყველგან იმუშავებს'.

 'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები