მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ბათუმში ბალტიისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების სატრანსპორტო მინისტერიალი იმართება

 

როგორც პრაიმ-ნიუსს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში აცნობეს, მინისტერიალზე განხილული იქნება ბალტიის ზღვა - შავი ზღვის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვების განვითარების შესახებ შეთანხმების რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები (პროექტი 'VIKING'). მსგავსი მაღალი რანგის მინისტერიალი საქართველოში პირველად ტარდება.
მინისტერიალის მუშაობაში მონაწილეობენ საქართველოს, უკრაინის, ლიტვის, მოლდოვასა და ბელარუსის რკინიგზების, საზღაო პორტების, აეროპორტებისა და კერძო გადამზდავი კომპანიების ხელმძღვანელი პირები.
ფორუმის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვერა ქობალია ორმხრივ შეხვედრებს გამართავს მინისტერიალის სხვა მონაწილეებთან.
პროექტის 'VIKING' ძირითად მიზანს წარმოადგენს ბალტიისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვის დროის შემცირება, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის ტარიფების ფორმირება და საბაჟო პროცედურების გამარტივება/უნიფიცირება. შესაბამის შეთანხმებას საქართველო 2011 წლის 15 მარტს მიუერთდა.
პროექტის 'VIKING' ეფექტური განხორციელება განაპირობებს აღნიშნული მარშრუტის გაგრძელებას, საქართველოს ტერიტორიის გავლით, აზერბაიჯანისა და შემდგომში ცენტრალური აზიის ქვეყნებისაკენ, რაც ხელს შეუწყობს დამატებითი ტვირთნაკადის მოზიდვასა და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის ამაღლებას.
მინისტერიალზე გაიმართება შეხვედრის პროტოკოლზე ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია.'

prime-news.net 

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები