მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ბათუმში ეუთოს ეკონომიკური ფორუმი გაიმართება

ბათუმში, 12-14 მაისს ეუთოს ეკონომიკური ფორუმი გაიმართება, სადაც საინვესტიციო გარემოზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე, ენერგეტიკული უსაფრთხოებასა და ტურიზმზე იმსჯელებენ.

ამის შესახებ 'ინტერნეტ.ჯი'-ს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიგი წერეთელის აპარატიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ეუთოს ეკონომიკური ფორუმის პროგრამა საბოლოოდ კოპენჰაგენში საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაზე დაზუსტდა.

საქართველოს დელეგაციის განცხადებით, ფორუმზე მონაწილეთა რაოდენობა 250 ადამიანს გადააჭარბებს.

მათი ვარაუდით, ბათუმს 40-მდე ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია, საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ეუთოს გენერალური მდივანი და ეუთოს ელჩების ჯგუფი ეწვევიან.

კონფერენციის ძირითადი თემა იქნება - ეკონომიკური თანამშრომლობისა და სტაბილურობის ხელშეწყობა ეუთოს რეგიონში.  

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები