მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ბათუმში ეუთოს ეკონომიკურ კონფერენციას სააკაშვილი და ბაქრაძე დაესწრებიან

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიგი წერეთლის ინფორმაციით, 12-14 მაისს,  ბათუმში დაგეგმილ ეუთოს ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე მიიღებენ.

როგორც პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, წერეთელმა განაცხადა, ბათუმში ეკონომიკური ფორუმის გამართვა მნიშვნელოვანია, რადგან ასეთი მასშტაბური ღორისძიება საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა.

მისი თქმით, ეკონომიკურ ფორუმში 40-მდე ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას. 

შეგახსენებთ, რომ ეუთოს ეკონომიკური ფორუმზე საინვესტიციო გარემოზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე, ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და ტურიზმზე იმსჯელებენ.

ფორუმს 200-ზე მეტი სტუმარი და დიპლომატიური კორპუსის  წარმომადგენლები დაესწრებიან. 

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები