მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ბათუმში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკური კონფერენცია გაიმართება

ბათუმში, სასტუმრო 'შერატონ ბათუმში' ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკური კონფერენცია 12-14 მაისს გაიმართება. კონფერენციის თემაა ეკონომიკური თანამშრომლობისა და სტაბილურობის ხელშეწყობა ეუთო-ს რეგიონში. 
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმებიან ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პეტროს ეფთიმიუ, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და ეუთო-ს ეკონომიკურ და გარემოს საკითხთა კოორდინატორი გორან სლივანოვიჩი. 
ეკონომიკურ ფორუმში 40-მდე ქვეყნის 200-ზე მეტი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. განიხილავენ ეუთო-ს რეგიონში ეკონომიკური თანამშრომლობის, მდგრადობის, განვითარებისა და სტაბილურობის ხელშეწყობის საკითხებს. სამუშაო სესიებზე ასევე განხილული იქნება საინვესტიციო გარემოსთან, ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან და ტურიზმთან დაკავშირებული საკითხები. ეკონომიკური კონფერენცია რეგიონში ხელსაყრელი ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შექმნის მიმართულებითაც იმსჯელებს.
2012 წელს ეუთო-ს ასამბლეის ეკონომიკური ფორუმის 12-14 მაისს ბათუმში ჩატარების გადაწყვეტილება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ 2011 წლის 7-10 ოქტომბერს დუბროვნიკში ოფიციალურად დაამტკიცა.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები