მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ბათუმში ხარისხის ნიშნის კვირეული გაიმართება

ბათუმში ხარისხის ნიშნის კვირეული მომავალ კვირას გაიმართება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, 25-29 ივლისს დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში, მონაწილე კომპანიებს საშუალება ექნებათ მომხმარებელს საკუთარი პროდუქცია და მომსახურება, ასევე დაგეგმილი სიახლეები გააცნონ.

აჭარის ხარისხის კვირეული 'ხარისხის ნიშნის' და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთობლივი პროექტია; თანაორგანიზატორებია ბათუმის მერია, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს ხარისხის ფონდი (GQF).

გაიმართება PR-აქციები, დეგუსტაციები, გამოფენა-გაყიდვები, მასტერკლასები, ფოტოკონკურსი, სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები. ასევე გაიმართება ყავისა და ტკბილეულის დღესასწაული; ლუდისა და თევზის ფესტივალი; მასტერკლასები - 'კოპოლივას' და 'სლობოდას' პროდუქციით; ნაყინის დღესასწაული; ბოდიარტი თემაზე „ზღვა და ეკოლოგია'; ნეფტუნის დღესასწაული.

აჭარის ხარისხის კვირეული ტარდება ევროპის ხარისხის ორგანიზაციის მხარდაჭერით.

დეპარტამენტის ცნობით, კვირეულის მიზანია მაღალი ხარისხის პროდუქტისა და მომსახურების წარმოჩენა, კომპანიების წარმომადგენლებისა და მომხმარებლის პირისპირ კომუნიკაცია, ხარისხის კვირეულის - როგორც ყოველწლიური დღესასწაულის ტრადიციის დამკვიდრება.

onlinenews.ge

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები