მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ბათუ ქუთელია: საქართველო ნატოს წევრი აუცილებლად გახდება

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, ბათუ ქუთელია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს და ამბობს, რომ რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო ურთიერთობების ფუნდამენტურ პრინციპებს არღვევს.

„რუსეთი უპასუხისმგებლო მოთამაშეა, რაც სამიტზე ნათლად გამოჩნდა. ჩვენ მეზობლებს საქართველოს დემოკრატიული წინსვლა აღიზიანებთ და ამას არც მალავენ. 2008 წელს, საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ეთნოწმენდის მთავარი მიზეზი იყო სწორედ ის, რომ მათ შეეჩერებინათ საქართველოს დემოკრატიული განვითარება, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. თუმცა ჩვენი და ჩვენი პარტნიორების პასუხი ამაზე იყო და არის ცალსახა, საქართველო ნატოს წევრი აუცილებლად გახდება'. - განუცხადა „ინტერნეტ.ჯი'-ს ბათუ ქუთელიამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგი ლავროვის განცხადებით, ოფიციალური მოსკოვი შეშფოთებულია საქართველოს ნატოს ასპირანტ ქვეყნად მოხსენიების გამო.

Internet.ge

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები