მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ბათუ ქუთელია: ქართულ-რუსულ ურთიერთობების აღდგენა საქართველოს სუვერენიტეტისა და თავისუფლების ხარჯზე არ უნდა მოხდეს

,,ქართულ-რუსულ ურთიერთობების აღდგენა საქართველოს სუვერენიტეტისა და თავისუფლების ხარჯზე არ უნდა მოხდეს', _ განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ რუსულ-ქართული მოლაპარაკებების დაწყების კომენტირებისას.

,,ქართულ-რუსეულ ურთიერთობებში გარღვევა თუ მოხდება პოზიტიური კუთხით და ეს არ იქნება ჩვენი ქვეყნის სუვერენული უფლებების, თავისუფლების ხარჯზე ბუნებრივია მისასალმებელია. თუმცა დღესდღეობით, სამწუხაროდ, არ არსებობს რუსეთის მხრიდან ასეთი ქცევის პრეცედენტი არცერთ ქვეყანასთან, მითუმეტეს ისეთ ქვეყანასთან რომელსაც რუსეთი განიხილავს ექსკლუზიური ინტერესების სფეროდ', - განაცხადა ქუთელიამ.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსულ-ქართული მოლაპარაკება შვეიცარიაში, სავარაუდოდ ხვალ შედგება. შეხვედრაზე ქართულ მხარეს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე, ხოლო რუსულ მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგოლი კარასინი წარმოადგენს.

 'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები