მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ბარაკ ობამამ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების დამყარების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რუსეთთან ნორმალური სავაჭრო ურთიერთობების დამყარების შესახებ კანონს მოაწერა ხელი. დოკუმენტი, რომელსაც 6 დეკემბერს აშშ-ის კონგრესმა მხარი დაუჭირა, ჯექსონ-ვენიკის შესწორების გაუქმებასა და ამავე დროს 'მაგნიტსკის აქტს' ითვალისწინებს, რომელიც სანქციებს აწესებს რუსეთის იმ ოფიციალური პირების მიმართ, ვინც ადამიანის უფლებათა დარღვევაში არიან ეჭვმიტანილნი. 

სანქციები ითვალისწინებს აღნიშნული პირებისთვის აშშ-ის ვიზებზე უარის თქმას და აშშ-ში მათი ქონების გაყინვას. 

მოსკოვმა 'მაგნიტსკის აქტი' უკვე შეაფასა, როგორც რუსეთის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა და გაფრთხილება მისცა, რომ მისი მიღება ორი ქვეყნის ურთიერთობებს დიდ ზიანს მიაყენებდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კანონპროექტს 'არამეგობრული და პროვოკაციული' უწოდა. 

'მაგნიტსკის აქტის' საპასუხოდ, რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ დღეს, პირველი მოსმენით მიიღო კანონი 'რუსეთის მოქალაქეთა უფლებების დარღვევასთან კავშირში მყოფი პირების წინააღმდეგ შესაბამისი ზომების' შესახებ. 

ჯექსონ-ვენიკის შესწორება, რომელიც რუსეთთან და მოლდოვასთან ვაჭრობას ზღუდავდა, 1974 წელს იქნა მიღებული. კანონპროექტის ინიციატორები იყვნენ კონგრესმენენი ჰენრი ჯექსონი და ჩარლზ ვენიკი. აღნიშნული ინიციატივის მიხედვით, იკრძალდებოდა შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის დამყარება, სახელმწიფო სესხებისა და სესხის გარანტიების გაცემა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც არღვევდნენ ან მნიშვნელოვნად ზღუდავდნენ საკუთარი მოქალაქეების ემიგრაციის უფლებას. 
რაც შეეხება 'მაგნიტსკის ოქმს', ის Hერმიტაგე ჩაპიტალ-ის ფონდის თანამშრომლის სერგეი მაგნიტსკის სახელს ატარებს, რომელსაც მრავალი ეკონომიკური დანაშაული ედებოდა ბრალად. სერგეი მაგნიტსკი 2009 წელს საგამოძიებო იზოლატორში გარდაიცვალა, რამაც დიდი რეზონანსი გამოიწვია დასავლეთში. 'დემოკრატმა' სენატრომა ბენჟამინ კარდინმა მოამზადა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მაგნიტსკის გარდაცვალებასთან კავშირში მყოფ რიგ რუს ოფიციალურ პირებს აშშ-ში შესვლა ეკრძალებათ.

ივერონი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები