მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ბარაკ ობამასა და დიმიტრი მედვედევის კერძო საუბარი მიკროფონმა ჩაიწერა

სეულში ბარაკ ობამასა და დიმიტრი მედვედევის კერძო საუბარი ერთ-ერთმა მიკროფონმა შემთხვვევით ჩაიწერა. საუბრის სტენოგრამა ცოტა ხნის წინ წამყვანმა ამერიკულმა ტელეკომპანიებმა გაავრცელეს.

როგორც ირკვევა ობამამ მედვედევს ევროპის ანტისარაკეტო სისტემასთან დაკავშირებით გარკვეული პირობა მისცა და პოზიციის შერბილებას დაპირდა.

სკანდალურ ჩანაწერზე 'რესპუბლიკური პარტიის' ლიდერებმა ახსნა-განმარტება უკვე მოითხოვეს.

ბარაკ ობამა: ანტისარაკეტო სისტემასთან დაკავშირებით? ამ საკითხის მოგვარება შეიძლება .. ამისათვის საჭიროა სივრცე.

დიმიტრი მედვედევი: გასაგებია შენი მესიჯი სივრცესთან დაკავშირებით. ანუ არის ადგილი თქვენთვის და არის სივრცე ჩვენთვის.

ბარაკ ობამა: ეს ჩემი ბოლო საკითხია.

დიმიტრი მედვედევი: გასაგებია, მე ამ ინფორმაციას ვლადიმერს გადავცემ.

რეპორტიორებმა ბევრი იფიქრეს თუ ცოტა დაასკვნეს, რომ საუბარი შესაძლოა წინასაარჩევნო კამპანიის გამო მანევრირების სივრცეს ეხებოდეს, თუმცა არც ის გამორიცხეს, რომ ობამა მედვედევს ევროპულ საკეტსაწინააღმდეგო სისტემაში მონაწილეობას დაპირდა.

ამ საუბრის მედიაში გაჟონვამ აშშ-ში ნამდვილი სკანდალი გამოიწვია. წინასაარჩევნო კამპანიის პირობებში რესპუბლიკელებმა ობამა სახელმწიფო ინტერესების შელახვაში დაადანაშაულეს. განცხადება 'რესპუბლიკური პარტიის' წინასაარჩევნო კამპანიის ფავორიტმა და საპრეზიდენტო არჩევნებში ობამას პოტენციურმა კონკურენტმა მიტ რომნიმ გააკეთა.

 'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები