მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ბარაკ ობამას მოსახლეობის 41 % უჭერს მხარს

ამერიკის პრეზიდენტს მოსახლეობის 41% უჭერს მხარს. ამის შესახებ გაზეთ New York Times-ისა და ტელეარხ CBS-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვები ცხადყოფს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ამერიკის პრეზიდენტის რეიტინგი გასულ თვესთან შედარებით, 9%-ით დაეცა.
გამოკითხულთა 50%-ის განცხადებით, ბარაკ ობამას მუშაობით უკმაყოფილო არიან. კონკრეტულად კი, მათ უკმაყოფილებას ქვეყანაში უმუშევრობის დონისა და ბენზინზე ფასების ზრდა იწვევს.

ამის მიუხედავად, კვლევაში აღნიშნულია, რომ ამჟამინდელი პრეზიდენტის რეიტინგი მაინც მაღალია 'რესპუბლიკელების' კანდიდატის პრაიმერისთან შედარებით. როგორც ამერიკული მედიასაშუალებები აღნიშნავენ, თუ ობამას ოპონენტი მით რომნი იქნება, ბარაკ ობამა ხმათა 47 %-ს აიღებს, რომნი კი 44 %-ს.

'ინტერპრესნიუსი'

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები