მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ბარაკ ობამა ბაშარ ასადს აფრთხილებს

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს აფრთხილებს. ობამას განცხადებით, ასადი დაუშვებს ტრაგიკულ შეცდომას, თუ ქიმიურ იარაღს გამოიყენებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ასეთი ქმედების შემთხვევაშიპასუხისმგებლობა პირადად ბაშარ ასადს დაეკისრება.

შეგახსენებთ, სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯიჰად მაკდესმა განაცხადა, რომ ქიმიურ იარაღს მხოლოდ გარე აგრესიის შემთხვევაში გამოიყენებს. ამ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, სირიის მთავრობის ერთ-ერთმა მაღალი რანგის დიპლომატმა - ყოფილმა ელჩმა ერაყში, რომელიც ბაშარ ასადს განუდგა, განაცხადა, რომ არაა გამორიცხული დამასკო უკვე იყენებდეს ქიმიურ იარაღს ქვეეყნის ცალკეულ რეგიონებში.

'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები