მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ბარაკ ობამა მით რომნის 6%–ით უსწრებს

ამერიკის შეერთებულ შტატებში, რაც უფრო ახლოვდება 2012 წლის 6 ნოემბერი - საპრეზიდენტო არჩევნების დღე, კანდიდატებს შორის დაძაბულობა სულ უფრო მწვავდება. წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით აქტიურდებიან სოციოლოგები. მათ საარჩევნო პულსზე ხელი მუდმივად უჭირავთ და ლიდერის გამოსარკვევად საკმაოდ ხშირად ატარებენ გამოკითხვებს. ბოლო ასეთი გამოკითხვა 13-15 მაისს ტელეარხ Fox News-ის შეკვეთით ჩატარდა და 913 რესპონდენტი გამოიკითხა.

ამ  გამოკითხვის მიხედვით, ბარაკ ობამა საარჩევნო მარათონში პოპულარობით კვლავ უსწრებს თავის ძირითად კონკურენტს, მასაჩუსეტსის შტატის ყოფილ გუბერნატორს, მით რომნის. 

კვლევის მონაცემების თანახმად, გამოკითხულთა 46% მზადაა მოქმედ დემოკრატ-პრეზიდენტს, ბარაკ ობამას  დაუჭიროს მხარი, ხოლო მით რომნის მხოლოდ - 39%. ამასთან ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ობამას მომხრეთა 25 % -ის აზრით, პრეზიდენტი სახელმწიფოს პირველი პირის მოვალეობას თავს კარგად ართმევს.

ხაზგასასმელია ისიც, რომ ამ გამოკითხვის შედეგები სხვა ჯგუფების მიერ გამოკითხულ შედეგებს ემთხვევა. გამონაკლისს შეადგენს მხოლოდ Gallup-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა, რომლის თანახმადაც ობამასა და რომნის არჩევნებში გამარჯვების თანაბარი შანსი აქვთ.

უკვე ზუსტად დადგენილია, რომ 2012 წლის 6 ნოემბრის აშშ-ის საპრეზიდენტო რესპუბლიკური პარტიის ერთადერთი კანდიდატი მით რიმნია. ამასწინათ, მისმა ბოლო კონკურენტმა რესპუბლიკურ პარტიაში, კონგრესმენმა, რონ პოლმა განაცხდა, რომ ის აქტიურ წინასაარჩევნო ბრძოლას წყვეტს და პრაიმერიზში მონაწილეობას არ მიიღებს. პრინციპში, ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან რონ პოლი წინასაარჩევნო კამპანიას აშკარად სუსტად ატარებდა. მანამდე კი რესპუბლიკელებიდან წინასაარჩევნო რბოლას გამოაკლდნენ გინგრიჩის შტატის წარმომადგენელთა პალატის ექს-სპიკერი და ყოფილი სენატორი, რიკ სანტორუმი.

მით რომნის ბარაკ ობამას დამარცხებლად  მეტი აქტიურობა მოუწევს. ისიც უნდა ითქვას, რომ მას საკმად აქვს დრო ევსპროცენტიანი სხვაობის აღმოსაფხვრელად. ასე რომ, დაველოდოთ მოვლენათა შემდგომ განვითარებას.

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები