მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ბარაქ ობამამ ლიბიის ოპოზიციისთვის დახმარების გაწევის განკარგულებას ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ ლიბიის ოპოზიციისთვის დახმარების გაწევის საიდუმლო განკარგულებას ხელი მოაწერა .
როგორც 'როიტერი' თეთრი სახლის მაღალჩინოსან წყაროზე დაყრდნობით იუწყება, მიზანი მუამარ კადაფის რეჟიმის დამარცხებაა. 
წყაროს ცნობით, დოკუმენტი რომელსაც პრეზიდენტის 'ორიენტირი' ეწოდება, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო განყოფილების მიერ სპეციალური ოპერაციის დაწყებაში გადამწყვეტ როლს ითამაშებს. 
ამავდროულად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი აცხადებს, რომ ლიბიის გარდამავალი ეროვნული საბჭოსთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის მიზანშეწონილობას ვაშინგტონი ჯერ ისევ განიხილავს. 
დასავლეთის ქვეყნების სამხედრო ოპერაცია ლიბიაზე 17 მარტს, გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის ფარგლებში დაიწყო. 
გასულ ღამეს აშშ-მ ტრიპოლიში განლაგებულ კადაფის ძალების სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა. პენტაგონის ცნობით, განადგურებულია რაკეტების საწყობი.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები