მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ბარაქ ობამას ცნობით, აშშ-მ დეფოლტი თავიდან აიცილა

აშშ-ს პრეზიდენტის ბარაქ ობამას განცხადებით, კონგრესში 'რესპუბლიკელებისა' და 'დემოკრატების' წარმომადგენლებმა მიაღწიეს შეთანხმება კანონპროექტთან დაკავშირებით , რომელიც სახელმწიფო ვალის ლიმიტის გაზრდას ითვალისწინებს. ამის შესახებ 'ფრანს პრესი' იუწყება'
'დეფოლტი თავიდან ავიცილეთ, რომელიც დამანგრევლად იმოქმედებდა ჩვენს ეკონომიკაზე', - განაცხადა ობამამ.
ობამამ მოუწოდა კონგრესმენებს, უახლოეს დღეებში დაამტკიცონ 3 ტრილიონ დოლარამდე სახელმწიფო ვალის გაზრდის გეგმა. პარალელურად, აშშ-ს პრეზიდენტის თქმის, გადასახადები არ გაიზრდება, როგორც ამას 'დემოკრატები' ითხოვდნენ.
აშშ-ს სახელმწიფო ვალის გაზრდის ბოლო ვადა 2 აგვისტოა. თუ ხვალამდე კანონპროექტი არ დამტკიცდება, აშშ-ს ტექნიკური დეფოლტი ემუქრება, რაც ეკონომიკის ექსპერტების აზრით, უარყოფით გავლენას მოახდენს მსოფლიო ეკონომიკაზე.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები