მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ბარაქ ობამა თავდამსხმელების პასუხისგებაში მიცემის პირობას დებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა საზღვარგარეთ საკუთარი მოქალაქეების დაცვის პირობას დებს. 

როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამი, ობამამ იემენის პრეზიდენტ აბდ რაბუ მანსურ ჰადის (Abd-Rabbu Mansour Hadi) მადლობა გადაუხადა აშშ-ს საელჩოზე თავდასხმის გამოძიებაში გაწეული დახმარებისთვის.

განცხადების თანახმად, ობამა თავდამსხმელთა პასუხისგებაში მიცემის პირობას დებს და მოუწოდებს სხვა ქვეყნების მთავრობებს აშშ-ს მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტიები შექმნან.

„პრეზიდენტი ობამა თანამშრომლობისთვის იემენის მთავრობას მადლობას უხდის და თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზს უსვამს. აშშ-ს პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ერთად მუშაობა მნიშვნელოვანია' - ნათქვამია განცხადებაში.

შეიარაღებული პირები ბენღაზიში აშშ-ს საკონსულოს სამშაბათს დაესხნენ თავს. შენობა დაიწვა. ლიბიისა და ამერიკის უსაფრთხოების ძალებმა შეტევის მოგერიება პირველივე ჯერზე ვერ შეძლეს. 

თავდასხმისას ოთხი დიპლომატი დაიღუპა, მათ შორის, აშშ-ს ელჩი ლიბიაში კრისტოფერ სტივენსი. სავარაუდოდ, სიკვდილი კვამლით მოწამვლამ გამოიწვია. ასევე, დაიღუპა სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელი შონ სმიტი. სხვა დაღუპულთა სახელები არ ხმაურდება.

ჯეონიუსპრესი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები