მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ბარაქ ობამა მედვედევს 'მტკიცე პატრიოტს' უწოდებს, პუტინს კი - ამერიკა-რუსეთს შორის 'გადატვირთვის' მომხრეს

ამერიკის პრეზიდენტი ბარაქ ობამა თავის რუს კოლეგა დიმიტრი მედვედევს 'მტკიცე პატრიოტს' უწოდებს, რუსეთის პრემიერ ვლადიმერ პუტინს კი - ამერიკა-რუსეთს შორის 'გადატვირთვის' მომხრეს . 
სააგენტო 'იტარ-ტასთან' ექსკლუზიურ ინტერვიუში ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თავისი რუსი პარტნიორების ასეთ მიდგომაში ორმხრივი ურთიერთობების დადებით განვითარებას ხედავს.
'დიმიტრი მედვედევი გაშმაგებით იცავს რუსეთის ინტერესებს. მაგრამ ის ასევე აღიარებს, რომ რუსეთის განვითარებისკენ მიმავალი გზა რუსეთისთვის გარესამყაროსთან თანამშრომლობაა როგორც ორმხრივი, ისე მრავალხმრივი ურთიერთობების განვითარებით', - განაცხადა ობამამ. 
პუტინზე საუბრისას, ამერიკის პირველმა პირმა განაცხადა, რომ ის მთლიანად უჭერს მხარს 'გადატვირთვის' პროცესს, რის შედეგადაც, ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობა ძალიან გაუმჯობესდა. მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის, სამომავლოდ, ურთიერთობების განვითარებაში გადამწყვეტ როლს ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობა შეასრულებს. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები