მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ბარაქ ობამა მით რომნის 9 %-ით უსწრებს

ამერიკის პრეზიდენტი ბარაქ ობამა საპრეზიდენტო მარათონში კვლავ პირველობას ინარჩუნებს . 'სი-ენ-ენ-ის' მიერ ჩატარებული გამოკითხვების შედეგად ცნობილი გახდა, რომ მისი რეიტინგი მთავარ კონკურენტ მით რომნიზე 9 პროცენტით მაღალია. 
კითხვაზე, საპრეზიდენტო არჩევნები ახლავე რომ გაიმართოს, ვის მისცემდით ხმას, მონაცემები შემდეგნაირად გადანაწილდა: 52 % ბარაქ ობამას ემხრობა, 43 % - მით რომნის.
ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ მარტის მონაცემებთან შედარებით, ობამას რეიტინგმა 2 %-ით დაიკლო, რომნის კი, კვლავ შენარჩუნებულია.
ამასთან, გამოკითხვით დადგინდა, რომ რესპონდენტთა 61 %-ის აზრით, საპრეზიდენტო არჩევნებში ბარაქ ობამა გაიმარჯვებს, რომნის გამარჯვებაში მხოლოდ 35 %-ია დარწმუნებული. 
ტელეკომპანიის გამოკითხვა 13-15 აპრილს გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 1015 ამერიკელმა. 
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები 2012 წლის 6 ნოემბერს გაიმართება. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები