მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ბარაქ ობამა მიტ რომნის 10 %-ით უსწრებს

ამერიკის პრეზიდენტი ბარაქ ობამა ჩატარებული გამოკითხვების შედეგად, 'რესპუბლიკელების' საპრეზიდენტო კანდიდატს მიტ რომნის მხოლოდ 10 %-ით ისწრებს . უცხოური მედიის ცნობით, ამის შესახებ საუბარია საფოლკის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებში, რომელიც 21-25 მარტს ჩატარდა. 
აღნიშნული მონაცემების თანახმად, ობამას რეიტინგი 47 %-ს შეადგენს, მიტ რომნისა კი 37 %-ს.
ამასთან, ბარაქ ობამას მუშაობას პრეზიდენტის პოსტზე 46 % იწონებს, მაშინ როდესაც 45 % აცხადებს, რომ მისი პრეზიდენტობით უკმაყოფილო არიან. მთლიანობაში, ობამას მიმართ დადებითად არის განწყობილი გამოკითხულთა 52 %, რომნის მიმართ კი 38 %.
აღსანიშნავია, რომ ორი კვირის წინ 'როიტერის' მიერ ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, ბარაქ ობამას მხარს გამოკითხულთა 53 % უჭერდა, მიტ რომნის კი 43 %. 
ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნები 2012 წლის 6 ნოემბერს გაიმართება. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები