მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ბარაქ ობამა _ ირანთან დაკავშირებული დავის დიპლომატიური გზით მოგვარება ჯერ კიდევ შესაძლებელია

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა მიიჩნევს, რომ ირანთან ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული დავის მოგვარება დიპლომატიური გზით ჯერ კიდევ შესაძლებელია. 
'ჯერ კიდევ არსებობს შესაძლებლობა სამხედრო ძალის ნაცვლად, დიპლომატია იყოს გამოყენებული, რათა ირანის საეჭვო ბირთვული იარაღის პროგრამის გამო დავა მოგვარდეს', - უცხოური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ობამამ განაცხადა და განმარტა, რომ ირანის საკითხს ის 'დინჯად მიუდგება'.
მისივე განმარტებით, სამხედრო საშუალებების გამოყენება კვლავ დღის წესრიგშია, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირანის 'შეჩერება' სხვა საშუალებებით ვერ მოხდება. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები