მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ბაქოში მიხეილ სააკაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

ბაქოში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. 
აზერბაიჯანული სააგენტო 'ტრენდის' ცნობით, ზაგულბას სასახლის მოედანზე, სადაც ორი ქვეყნის დროშები ფრიალებს, საქართველოს პრეზიდენტს აზერბაიჯანელი კოლეგა ილჰამ ალიევი და საპატიო ყარაული დახვდნენ. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები, რის შემდეგაც პრეზიდენტებმა საპატიო ყარაულის დერეფანში გაიარეს. საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანელ ჯარისკაცებს მიესალმა. 
ილჰამ ალიევმა მიხეილ სააკაშვილს აზერბაიჯანის მთავრობის ოფიციალური პირები წარუდგინა, საქართველოს პრეზიდენტმა კი მასპინძელს - ქართული დელეგაცია. ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. 
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აზერბაიჯანში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილის პირისპირ შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგა ილჰამ ალიევთან. ასევე იგეგმება გაფართოებული შეხვედრა დელეგაციის სრული შემადგენლობით. მხარეები რამდენიმე მნიშვნელოვან საერთაშორისო შეთანხმებას გააფორმებენ. 
ორი ქვეყნის პირველი პირები პრესისთვის ოფიციალურ განცხადებებსაც გააკეთებენ. მოგვიანებით კი, მიხეილ სააკაშვილი და ილჰამ ალიევი ჰეიდარ ალიევის სახელობის ფონდში გაემგზავრებიან.
ვიზიტის მეორე დღეს, მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდება და ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსაც ეწვევა. აზერბაიჯანის პარლამენტში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაც.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები