მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ბაქრაძე: ეკონომიკურად ძლიერი სამეგრელო აფხაზეთის დაბრუნების გასაღებია

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის შეფასებით, ეკონომიკურად ძლიერი სამეგრელო - აფხაზეთის დაბრუნების გასაღებია.

როგორც წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიას მოსახლეობასთან შეხვედრაზე სპიკერმა განაცხადა, სამეგრელო, რეალურად საქართველოს ეკონომიკურ ცენტრად უნდა გადაიქცეს.

მისი თქმით, ფოთის განახლება, ლაზიკას მშენებლობა და  ანაკლიასა და განმუხურში ტურიზმის განვითარება, სამეგრელოს დაეხმარება, რომ ეკონომიკური აქტიურობის ცენტრი იყოს.  

ამას გარდა, დავით ბაქრაძემ სოფელში სკოლის შენობა დაათვალიერა, რომელიც  მიმდინარე  წელს გარემონტდა.

„საქართველოსთვის, ამ კუთხის ფეხზე დაყენებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, ჩვენ ყველა იმ პროექტის განხორციელებას გავაგრძელებთ, რომელიც აქ მიმდინარეობს. იქნება ეს ეკონომიკური აქტივობა, დასაქმებისკენ მიმართული ღონისძიებები, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება თუ სოფლის მეურნეობის ტექნიკის თვალსაზრისით, მოსახლეობის დახმარება. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს წლებში, სამეგრელო ეკონომიკურად ბევრად უფრო წელში გამართული, ბევრად უფრო დასაქმებული იქნება, ვიდრე დღეს არის', -  დასძინა მან.  

ამასთან, დავით ბაქრაძე სოფელში არსებულ საქართველო-ჩინეთის ხის გადამამუშავებელ საწარმოს ესტუმრა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე რეგიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს და ხვალ იგი მარტვილის რაიონს ეწვევა.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები