მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ბაქრაძე: Must carry-სთან დაკავშირებით მომავალ კვირას იმსჯელებენ

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის ინფორმაციით, Must carry-ის პრინციპის შემოღებასთან დაკავშირებით, პარლამენტში მომავალ კვირას, ინიციატივა იქნება წარმოდგენილი და განხილვებიც დაიწყება.

როგორც ჟურნალისტებს ბაქრაძემ განუცხადა, არჩევნების დროს, ყველა სატელევიზიო არხის გადაცემა ყველა საკაბელო ქსელის მეშვეობით მოხდება.

„საარჩევნო პერიოდში სახელმწიფო დაავალდებულებს როგორც საკაბელო, ასევე სატელევიზიო არხებს მიაღწიონ სავალდებულო შეთახნებას, რომ საზოგადოებამ მეტი ინფორმაცია მიიღოს. ერთი მხრივ, ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა სატელევიზიო არხს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ საკუთარი ხმა მიაწვდინოს მოსახლეობას და მოსახლეობამ ყველნაირი აზრი მოისმინოს. საარჩევნო პერიოდში საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღების საგანს წარმოადგენს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რომ  მოსახლეობამ ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს', - დასძინა მან. 

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები