მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ბაღაფშის სამოქალაქო პანაშვიდზე მედვედევი მივა

რუსეთის სტრატეგიული მოკავშირეობა აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმისთვის კვლავ უალტერნატივოდ მიაჩნია საოკუპაციო რეჟმის პრემიერ–მინისტრ სერგეი შამბას.

სააგენტო `როიტერისთვის` მიცემულ ინტერვიუში მან აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობის პროცესში, სერგეი ბაღაფშის წვლილზე გაამახვილა ყურადღება.

შამბა ერთ–ერთია იმ სავარაუდო კანდიდატებს შორის, ვინც შეიძლება ოკუპირებული რეჟიმის ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებში იყაროს კენჭი.

დღეს მოსკოვში თავდაცვის სამინისტროს კულტურის ცენტრში სერგეი ბაღაფშის სამოქალაქო პანაშვიდია დაგეგმილი, სადაც რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი გეგმავს მისვლას. ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერს  სოხუმში გადაასვენებენ და მშობლიურ სოფელში დაკრძალავენ.

არჩევნების დანიშვნამდე, პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს ალექსანდრე ანქვაბი, რომელსაც ასევე აქვს საპრეზიდენტო ამბიციები, თუმცა ყველაზე მწვავე, ექსპერტების აზრით, რაულ ხაჯინბასა და რუსეთიდან მართული აფხაზი ოლიგარქების დაპირისპირება იქნება.

რუსთავი 2

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები