მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ბაღაფშს სოხუმში გადაასვენებენ

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერის სერგეი ბაღაფშის ცხედარს დღეს საღამოს სოხუმში გადაასვენებენ. მანამდე აფხაზეთის ყოფილი ლიდერის სამოქალაქო პანაშვიდი მოსკოვში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ შენობაში მიმდინარეობდა. სამძიმრის გამოსაცხადებლად დიმიტრი მედვედევი და რუსეთის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები მივიდნენ. პანაშვიდეზე არ გამოჩენილა პუტინი. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრემიერი სოხუმში ბაღაფშის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება. რუსი პოლიტიკოსები არ მალავენ, რომ ბაღაფშის შემცვლელად პრორუსულად განწყობილ პრეზიდენტს ელიან.

რუსთავი 2

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები