მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ბაჩანა ახალაია ჯარში განვითარებულ მოვლენებზე წუხს

'ბაჩო ახალაია ყველაზე მეტად ჯარში განვითარებულ მოვლენებზე წუხს', - ეს განცხადება ბაჩო ახალაიას მეუღლემ , ორგანიზაცია 'თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის' დამფუძნებელმა, ანი ნადარეიშვილმა დღეს გააკეთა.

მისივე თქმით, ბაჩო ახალაია ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიაზრონ, რომ ჯარი ეკუთვნის ქვეყანას, ხალხს და მას დაფასება სჭირდება.

'ბაჩო ახალაია ყველაზე მეტად წუხს ჯარში განვითარებულ მოვლენებზე. კერძოდ იმაზე, რომ ერთ დროს ელიტური და პატივსაცემი დანაყოფები, მათ შორის IV ბრიგადა საგამოძიებო იზოლატორად არის ქცეული და ის ინსტიტუტი, რომლის სიძლიერეზეც ქვეყანა არის დაყრდნობილი, კარგავს მოტივაციას და ფუნქციას', - განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.

 'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები