მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ბაჩო ახალაიას გადაყვანას #7 საპყრობილეში ვატო ყიფიანის სახელს უკავშირებენ

ბაჩოა ახალაიას #7 საპყრობილიდან გადაყვანის მოთხოვნით, საპარლამენტო უმცირესობის რამდენიმე დეპუტატი სოზარ სუბარს შეხვდა. მათ შეხვედრას სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე, ირაკლი წერეთელიც ესწრებოდა. 'ივერონის' ინფორმაციით, მინისტრის მოადგილე, წერეთელი აქტიურ წინააღმდეგობას უწევდა სოზარ სუბარის გადაწყვეტლილებას ბაჩო ახალაიას #7 საპყრობილედან გადაყვანის შესახებ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ირაკლი წერეთელი ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის, ვატო ყიფიანის ახლო ნათესავი კონკრეტულად, დეიდაშვილია. დაუზუსტებელი ინფორმაციით, სწორედ ამ უკანასნელის მიერ ახალაიას 'ხელში ჩაგდების' მოთხოვნით, ზეწოლა სამინისტროს ხელმძღვანელობაზე ხორციელდება.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები პირად საუბარში აცხადებენ, რომ სოზარ სუბარი ციხეებს ვერ აკონტროლებს. მინისტრს ეშინია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რაიმე უმართავი პროცესები არ დაიწყოს.  

ივერონი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები