მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ბაჩო ახალაია ბრიუსელში გამართულ მინისტერიალის ფარგლებში უცხოელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია ნატოს თავდაცვის მინისტერიალში იღებს მონაწილეობას. ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს შეხვედრა თავდაცვის მინისტრების დონეზე  ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში 8 ივნისიდან მიმდინარეობს.
ცნობილია, რომ დღეს ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს შეხვედრა ISAF -ის ოპერაციაში მონაწილე ნატო-ს არაწევრ ქვეყნებთან თავდაცვის მინისტრების დონეზე  გაიმართება. მონაწილეები ავღანეთში სტაბილურობის დამყარების გზებზე და გარდამავალ (ტრანზიციის) პროცესზე ისაუბრებენ. რასმუსენის განცხადებით, ალიანსის საბრძოლო მისია ეტაპობრივად  მხარდამჭერი როლით შეიცვლება.

ჯარების გაყვანა კი ორგანიზებულად და კოორდინირებულად  იმ პრინციპების დაცვით მოხდება, რომელზეც  ISAF -ის 48 პარტნიორი ქვეყანა შეთანხმდა.

მინისტერიალის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს უცხოელ კოლეგებთან.

ცნობისთვის,დღესვე ახალაია ნატოს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების სარდალ გენერალ დევიდ პეტრეუსს შეხვდება.

ჯეონიუსი

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები