მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ბენედიქტე XVI : კათოლიკეებსა და მართლმადიდებლებს შორის დიალოგი უნდა გაგრძელდეს

რომის პაპმა ბენედიქტე XVI ვატიკანში კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართოლომეო მიიღო. კონსტანტინოპოლის პატრიარქი ვატიკანში პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით ჩავიდა. 

რომის პაპმა კათოლიკებსა და მართლმადიდებლებს შორის თეოლოგიურ საკითხებზე მომუშავე შერეულ კომისიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს დიალოგი უნდა გაგრძელდეს.

'ჩვენ დიდი ინტერესით ვაკვირდებით თეოლოგიურ საკითხებში კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიების შერეული კომისიის მუშაობას. თუკი ამას ადამიანური თვალსაზრისით შევხედავთ, შეიძლება შთაბეჭდილება შეიქმნას, რომ თეოლოგიური დიალოგის გაგრძელება გართულებულია. ამის მიზეზი განსახილველი თემების სირთულეა. ამ თემების განხილვა განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს', - აღნიშნა რომის პაპმა.

ambebi.ge

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები