მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ბენ ლადენის ადგილი სკოლის მასწავლებელმა დაიკავა

ამერიკული სპეცსამსახურები ადასტურებენ, რომ პაკისტანში გასულ წელს მოკლული ნომერ პირველი ტერორისტის „ადგილი' ვაკანტური აღარ არის.

მსოფლიოში ყველაზე საშიში დამნაშავის რეიტინგში ბენ ლადენის პოზიცია სკოლის პედაგოგმა დაიკავა - იუწყება CNN, თუმცა ჯასტინ ტოტი, საშიში, ტერორისტული აქტებით არ გამხდარა.

ძებნაში მყოფი 10 საშიში დამნაშავის სია აშშ-ის დაზვერვის ფედერალური ბიუროს ინფორმაციით ე.წ. დახურული კლუბია. ეს უცნაური, ერთმანეთისათვის უცნობი ადამიანების გაერთიანება 30 წლის ჯასტინ ტოტით შეივსო. ადრე ის ვაშინგტონის ერთ-ერთ კერძო სკოლაში მესამე კლასის მოსწავლეებს ასწავლიდა.

ტოტი საბავშვო პორნოგრაფიის გავრცელებაშია ბრალდებული. მან სპეცსამსახურების ყურადღება 2008 წელს მიიქცია, როცა მის ფოტოაპარატში აღმოაჩინეს პორნოგრაფიული ხასიათის ვიდეოფაილები. დათვალირების შემდეგ ამ მასალაში იპოვეს კადრები, სადაც არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალაოდობაა ასხაული.

გამოძიების დაწყებისთანავე ტოტი გაიქცა. ინფორმაცია, რომელიც ხელისუფლებას პედოფილის დაკავებაში დაეხმარება, 100 ათას დოლარადაა შეფასებული. მისი დამახასიათებელი ნიშანია ხალი მარცხენა თვალთან.

ცნობილია, რომ ტოტი მსხვერპლს ინტერნეტში პოულობდა, როცა ავრცელებდა სხვადასხვა ინფორმაციას და მას ხელს აწერდა, როგორც პედაგოგი. ის ასევე ცნობილია დევიდ ბასონის სახელით.

Internet.ge

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები