მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ბექა გოჩიაშვილის მშობლები დაკითხვაზე დაიბარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზე ახალგაზრდა ჯაზმენ ბექა გოჩიაშვილის მშობლები დაიბარეს. 

სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მუსიკოსის განცხადების შემდეგ შიდა უწყებრივი მოკვლევა დაიწყო. 

ბექა გოჩიაშვილი აცხადებდა, რომ საბურთალოს პოლიციაში დაკითხვის დროს მასზე ზეწოლა განხორციელდა, მის ძმას კი შეურაცხყოფა მიაყენეს. 

ამ საკითხთან დაკავშირებით შსს-მ გუშინ სპეციალური განცხადება გაარცელა, მოგვიანებით კი თავად მინისტრმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქმეს გენერალური ინსპექცია გამოიძიებდა. 

გოჩიაშვილის დაკითხვას მისი მამაც ესწრებოდა, სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ დაიბარეს ის დღეს ძალოვან უწყებაში.

ოჯახის წევრები იმ ქურდობის ფაქტზეც საუბრობენ, რომლის გამოც გოჩიაშვილის დაკითხვა გადაწყდა. ისინი ბინის ძარცვაში შვილის მონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავენ. 

ივერონი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები