მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ბექა გოჩიაშვილი შსს-გან თავის და მისი ძმის დაკითხვის ვიდეომასალის გამოქვეყნებას ითხოვს

ბექა გოჩიაშვილი შსს-გან თავის და მისი ძმის დაკითხვის ვიდეომასალის გამოქვეყნებას ითხოვს. ბექა გოჩიაშვილის მიმართვა შსს-დმი სოციალური ქსელებით გავრცელდა.

'ძალიან ვწუხვარ იმის გამო, ჩემი და ჩემი ძმის, ლაშას სახელები დაკავშირებულ იქნა კრიმინალურ ინციდენტთან. კიდევ უფრო ვწუხვარ იმ მორალური და მატერიალური ზიანის გამო, რომელიც ჩემს უფორს მეგობარს, ქალბატონ ბაია დავითაიას მიაყენეს.

საკითხის პოლიტიზირება ჩემი არჩევანი არ ყოფილა. როდესაც ინფორმაციამ ჩვენი დაკითხვის შესახებ გაჟონა და მედიის ყურამდეც მიაღწია, ჟურნალისტები დამიკავშირდნენ სკაიპის საშუალებით და მე მათ მოვუყევი დაკითხვის დროს ჩვენზე განხორციელებული ზეწოლის, შეუარწხყოფისა და მუქარების შესახებ, რომელთაც ადგილი ჰქონდა საბურთალოს პოლიციაში ამა წლის 8 იანვარს. პრეზიდენტის და ყოფილი კულტურის მინისტრის სახელები სწორედ გამომძიებლების და არა ჩემს მიერ იყო ნახსენები დაკითხვის დროს და ჩემთვის დღემდე ამოუხსნელ ამოცანად რჩება რა შუაში იყო ერთის შეხედვით ბანალურ კრიმინალურ ინციდენტთან დაკავშირებულ დაკითხვაზე მათი სახელების წამოტივტივება.

მე ძალიან გული მტკივა, რომ ამ ინციდენტის უნებლიე მონაწილე გავხდი და განსაკუთრებით მიუღებელია ჩემთვის ამ ამბის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა. ვიღაცამ, ვისაც ჰქონდა ინფორმაცია სეიფის და შიგ არსებული ძვირფასეულობის შესახებ, შესანიშნავად გამოიყენა ახალგაზრდა, ხმაურიანი მოზარდების იქ ყოფნის ფაქტი, ჩაიდინა დანაშაული და ხელს ჩვენსკენ იშვერს საკუთარი დანაშაულის კვალის დასაფარად. რატომღაც ყველა პოლიტიკური დისკუსიების ფერხულში ჩაერთო და არავის ახსოვს, რომ ამ საქმეში ყველაზე დიდი მსხვერპლი დაზარალებული, ქალბატონი ბაიაა, რომლის მთავარი 
პრიორიტეტია დაკარგულის პოვნა და არა პოლიტიკური თამაშებისთვის თვალყურის დევნება.

მოვითხოვ დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს ჩემი და ჩემი ძმის დაკითხვის სრული ვიდეო-აუდიო ჩანაწერები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ'- აცხადებს ბექა გოჩიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, ბექა გოჩიაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით, შიდა მოკვლევა დაასრულა.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხნენ ვაკე-საბურთალოს სამმართველოს გამომძიებელი დ.ბ, რომელმაც დაკითხა ბექა გოჩიაშვილი და ასევე სხვა თანამშრომლები, რომლებიც დაკითხვის დროს პოლიციის შენობაში იმყოფებოდნენ.

2013 წლის 8 იანვარს ბექა გოჩიაშვილი მოწმის სტატუსით დაიბარეს დაკითხვაზე ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე 5-ე განყოფილებაში. დაკითხვის დაწყებამდე ბექა გოჩიაშვილს, მშობლის - ვალერიან გოჩიაშვილის თანდასწრებით, გამომძიებელმა დ.ბ.-მ განუმარტა მისი, როგორც არასრულწლოვანი მოწმის, უფლება-მოვალეობები და ასევე განუმარტა მიზეზი, რის გამოც ის დაბარებული იყო დაკითხვაზე. ასევე განემარტა უფლება დაკითხვისას მოეწვია ინტერესების დამცველი ადვოკატი, რაზეც ბექა გოჩიაშვილმა, მშობელთან შეთანხმებით, უარი განაცხადა. როგორც ირკვევა, უფლება-მოვალეობების განმარტებისას, და ასევე საქმის ირგვლივ დასმული კითხვების შესახებ ბექა გოჩიაშვილს და მის მშობელს პრეტენზია არ გამოუხატავთ.

'როგორც გამომძიებელ დ.ბ-ს გამოკითხვით ირკვევა, ბექა გოჩიაშვილი ადეკვატურად და მშვიდად პასუხობდა ყველა საქმის ირგვლივ დასმულ კითხვას. ასევე ირკვევა, რომ ბექა გოჩიაშვილთან ჩატარებულ დაკითხვას და ყველა საგამოძიებო მოქმედებას ესწრებოდა მისი მშობელი, და მათი მხრიდან არც დაკითხვის მსვლელობისას და არც დაკითხვის დასრულებისას, რაიმე სახის შენიშვნას ან პრეტენზიას ადგილი არ ჰქონია.

იმავე დღეს დაიკითხა ბექა გოჩიაშვილის ძმა - ლაშა გოჩიაშვილი. დაკითხვის დასრულების შემდეგ, ისინი მეგობრულად დაემშვიდობნენ გამომძიებელს, რაც გამოიხატა ვალერიან გოჩიაშვილის მხრიდან გამომძიებლის ბექა გოჩიაშვილის კონცერტზე დაპატიჟებაში.

გამომძიებლის გამოკითხვის შედეგად ასევე დადგენილია, რომ ბექა გოჩიაშვილის დაკითხვის დროს შენობაში იმყოფებოდნენ პოლიციის სხვა თანამშრომლები, რომლებსაც თავისუფლად შეეძლოთ დაეფიქსირებინათ გამომძიებლის არაკანონიერი ქმედებები.

ასევე დადგენილია ის ფაქტიც, რომ ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე 5- ე განყოფილების ადმინისტრაციული შენობის შესასვლელში დამონტაჟებულია ვიდეოთვალი, რომლის საშუალებითაც ფიქსირდება ვინ შედის და გამოდის პოლიციის შენობაში შესაბამისი თარიღებისა და ზუსტი საათების მითითებით.

რაც შეეხება ბექა და ლაშა გოჩიაშვილების მოწმის სახით დაკითხვის აუცილებლობას, 2013 წლის 4 იანვარს ვაკე-საბურთალოს მეხუთე განყოფილებაში დაიწყო გამოძიება ქ.თბილისში მ. კოსტავას ქუჩა N63ა-ში მდებარე ნანა დავითაიას საცხოვრებელი ბინის გაქურდვის ფაქტზე, საიდანაც მოიპარეს სეიფი, რომელშიც ნანა დავითაია ინახავდა 60 000 ევროს, 20 000 ლარს, 10 000 აშშ დოლარს და 300 000 აშშ დოლარის ღირებულების ოქროულობას.

მოწმეთა ჩვენებებით გაირკვა, რომ ბინის გასაღებით ისარგებლა რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის ბექა გოჩიაშვილმა, რომელიც, ნანა დავითაიას თანხმობით ერთი დღე დარჩა აღნიშნულ ბინაში, სადაც მას ესტუმრნენ მეგობრები.

2013 წლის 08 იანვარს საქმეზე მოწმის სახით დაიკითხნენ არასრულწლოვანი ბექა გოჩიაშვილი, მშობლის ვალერიან გოჩიაშვილის თანდასწრებით და ბექას ძმა ლაშა გოჩიაშვილი. გოჩიაშვილმა განმარტა რომ ბინაში ყოფნის დროს მისმა მეგობრებმა სახლი დაათვალიერეს და ეძებდნენ ,,იუ ეს ბი' გადამყვან კაბელს , რა დროსაც ერთ-ერთმა მისმა მეგობარმა, რომლის ვინაობაც არ ახსოვს დაუძახა საძინებელი ოთახიდან და უთხრა, რომ კარადაში იყო სეიფი, იგი შევიდა ნახა სეიფი და მეგობრებს სთხოვა რომ ძებნას ნუ გააგრძელებდნენ ვინაიდან თავი ძალიან უხერხულად იგრძნო. 2013 წლის 04 იანავრს ღამით კი გაიგო რომ დავითაიას ბინიდან სეიფი იყო მოპარული.

აღნიშნულ საქმეზე, იმავე დღეს მოწმის სტატსუსით დაიკითხნენ ბექა გოჩიაშვილის მეგობერებიც.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, რომელსაც აწარმოებს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს V განყოფილება'- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში,

ჯი-ეიჩ-ენი

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები